გია ვოლსკი – ოპოზიციაზე: უნდათ, რომ პროდასავლურობით იკეკლუცონ, როდესაც მათი ამოცანა აბსოლუტურად სხვა რამესთან არის დაკავშირებული

უნდათ, რომ იკეკლუცონ პროდასავლურობით, როდესაც მათი ამოცანა აბსოლუტურად სხვა რამესთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ყველა მოქმედება ქვეყნის დაზიანებისკენ არის მიმართული.

“ოპოზიციის ყველა მოქმედება, განცხადებები და აქტივობები მიმართულია ჩვენი ქვეყნის დაზიანებისკენ. ოპოზიციას უნდა, რომ როგორმე დესტაბილიზაციის პროცესში პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს. უნდათ, რომ იკეკლუცონ პროდასავლურობით, როდესაც მათი ამოცანა აბსოლუტურად სხვა რამესთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ “ქრონიკასთან” საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები