ოთარ ანგურიძე: სავალუტო ბაზარზე ლარი გამყარდა
სავალუტო ბაზარზე ლარი გამყარდა, – განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციის შემდეგ თუკი სავალუტო ბაზარზე დღის განმავლობაში ვალუტის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 3.45 იყო, ახლა გაცვლითმა კურსმა 3.40 შეადგინა.
„მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად ვალუტის შემოდინების ყველა წყარო ქვეყანაში გაუმჯობესებულია, ასევე გაუმჯობესებულია მაკროეკონომიკური პარამეტრებიც. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და ბოლო დღეებში არსებული ვითარება უკავშირდება ნეგატიურ მოლოდინებს და აჟიოტაჟურ ქცევას სავალუტო ბაზარზე“, – აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.