სამტრედიაში შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში მალე გაიგზავნება
“სამტრედიიდან უკრაინაში გასაგზავნად შეგროვებულ ჰუმანიტარულ ტვირთს რამდენიმე დღეში გაიტანენ. დახარისხება უკვე დაიწყო”, – ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს პირველადი მოთხოვნილების ნივთების, საკვების და თბილი ტანსაცმლის შეგროვება. დახარისხებაში ჩართული არიან მოხალისეები.
“მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციას, რომელიც გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას და ჩაერთო ჰუმანიტარულ აქციაში. ასევე, სპეციალურ ანგარიშზე შეგროვებული თანხით ჩვენ შევძლებთ მცირედი დახმარება მაინც გავუწიოთ ამ მძიმე ჟამს ჩვენს მეგობრებს.
სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და ვუსურვებთ მშვიდობას”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.
სამტრედიაში შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის პირველი პარტია უკრაინაში მალე გაიგზავნება.