გიორგი რუხაძე: ეს ყველაფერი გადავა პარტიზანულ, რესურსების ომში – რუსეთი ჩამოიშლება

არ მგონია, უკრაინა რუსეთთან დამარცხდეს, ეს ყველაფერი გადავა პარტიზანულ, რესურსების ომში – რუსეთი ჩამოიშლება, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ განაცხადა.

რუხაძის თქმით, აქამდე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მუდმივად ცდილობდა დასავლეთი შეეშინებინა, რომელიც კონფლიქტს ერიდება, თუმცა როდესაც კონფლიქტი თავხედურად დასავლეთს თავზე მოახვია, უკან დასახევი გზა აღარ არის.

„უკრაინის რუსეთთან დამარცხება, არ მგონია, რომ მოხდეს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი იმითაც კი არ მთავრდება, რუსეთის შეიარაღებული ძალები აიღებენ თუ არა კიევს, მოახერხებენ თუ ვერა მთავრობის განდევნას და სათავისო ხელისუფლებას დასმას. რასაც ვუყურებთ, ადამიანების თავგანწირვას, ეს არსად წავა. შესაბამისად, ეს ყველაფერი გადავა პარტიზანულ, რესურსების ომში, ვინ ვის ეომება? – რუსეთი დასავლეთს ეომება. ამ რესურსების ომში ვინ გაიმარჯვებს, კითხვის ნიშნები არ მაქვს.

აქამდე პუტინი სარგებლობდა იმით, რომ მუდმივად ცდილობდა დასავლეთი შეეშინებინა, რომელიც ბუნებრივია, კონფლიქტს ერიდება, მაგრამ როდესაც თავხედურად, კონფლიქტი დასავლეთს თავზე მოახვია, უკან დასახევი გზა აღარ არის. საბჭოთა კავშირსაც ჰქონდა ატომური იარაღი, უფრო მეტი ქობინა, ვიდრე დღეს აქვს, მაგრამ საბჭოთა კავშირი რესურსების ომში დასავლეთთან დამარცხდა. უბრალოდ, ცივ ომს ეს ფორმა ჯერ არ მიუღია. რასაც ვხედავთ, განგრძობად მდგომარეობაში, იქნება 5 თუ 10 წელი, რუსეთი ჩამოიშლება იქიდან გამომდინარე, რომ მას არც ეკონომიკური შესაძლებლობები ექნება და არც სხვა შესაძლებლობა”, – განაცხადა რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები