დავით ზალკალიანი: იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მისია ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ, გაერთიანების დროა

“ახლა გაერთიანების დროა იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი მისია ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცეპრემიერმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი ოფიციალურად დაიწყო და ეს პროცესი ძალიან სწრაფად ვითარდება, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ამბავია. ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენი – აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ასევე სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანების დროა, იმისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი მისია მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები