უკრაინის საგარეო უწყება: ქალები უკრაინის რეგულარული არმიის 15%-ზე მეტს შეადგენენ
დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქალ მებრძოლებს მადლობას უხდის.
„ბოლო მონაცემებით, ქალები უკრაინის რეგულარული არმიის 15%-ზე მეტს შეადგენენ. ხოლო მათი დათვლა შეუძლებელია, ვინც სხვადასხვა გზით იცავს უკრაინას. მადლობა!“, – ნათქვამია სამინისტროს ”ტვიტერის” გვერდზე.