გოგა ხაინდრავა: თქვენ არ შემოიღეთ, თქვე უჯიშოებო, უვიზო რეჟიმი? რამდენ თვეში მიყიდეთ რუსებს ყველაფერი? გვარამია, შე უჯიშო, შე უსამშობლო კაცო, ესენი ამ ქვეყნის დამანგრევლები არიან, ეს არ არის მათი სამშობლო

,,თქვენ არ შემოიღეთ, თქვე უჯიშოებო, უვიზო რეჟიმი? რამდენ ხანში შემოიღეთ უვიზო რეჟიმი, რამდენ თვეში მიყიდეთ რუსებს სულ ყველაფერი? გვარამია, შე უჯიშო, შენა, შე უსამშობლო კაცო შენა. ესენი ამ ქვეყნის დამანგრევლები არიან, ეს არ არის მათი სამშობლო. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ უნდა გავიგოთ, ვისთან გვაქვს საქმე, როდემდე უნდა ვუყუროთ ამას?’’,  – განაცხადა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია ,,მაესტროს’’ ეთერში, გადაცემა ,,უცნობის კიდობანში’’ სტუმრობის დროს.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, მხოლოდ იმიტომ ადამიანის დაჩაგვრა, რომ ის ეროვნებით რუსია, ქართველი ადამიანისთვის მიუღებელია.

,,მაგათში ერთიც უდანაშაულო რომ იყოს და ტყუილად ჩაგრავ, მხოლოდ იმიტომ – რომ რუსია, თავმოყვარეობა არ გაქვს?! რომელ ქვეყანაში ცხოვრობ, არ გახსოვს?! რა ჯიშის ხარ, რა ჯილაგის, ბაბუამ არ გასწავლა?! – გინდ მტერი იყოს ის ჩემიო. თქვე გადაგვარებულებო, რა დაგემართათ, სირცხვილი არ არის? ეს ყველაფერი ხომ გაივლის, ის ევროპელი მერე რომ ამოიღებს ამას და იკითხავს, თქვენ არ იყავით იმ რუსებს მხოლოდ რუსული წარმომავლობის გამო რომ ჩაგრავდითო”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები