გიორგი ხელაშვილი: ევროკავშირმა, ფაქტობრივად, ოფიციალურად დაადასტურა ჩვენი განაცხადის მიღება
„ევროკავშირის ელჩების საბჭომ გადაგზავნა საქართველოს მიმართვა, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროკომისიაში, სადაც ჩვენი განაცხადის შეფასება დაიწყება”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა, ფაქტობრივად, ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს განაცხადის მიღება, რაც კარგი ამბავია.
„ევროკავშირის ელჩების საბჭომ გადაგზავნა საქართველოს მიმართვა, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროკომისიაში, სადაც დაიწყება ჩვენი განაცხადის შეფასება. ეს კარგი ამბავია, რადგან ევროკავშირმა, ფაქტობრივად, ოფიციალურად დაადასტურა ჩვენი განაცხადის მიღება და სამივე ქვეყნის განაცხადი ერთიანი პაკეტით იქნება განხილული“, – განაცხადა ხელაშვილმა.