ანრი ოხანაშვილი: ვიდრე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, რუსეთი მეგობარი სახელმწიფო ვერ იქნება
ვიდრე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, მეგობრობასა და კეთილს სურვილებზე საუბარია ზედმეტია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, რუსეთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფო ვერ იქნება.
“ვიდრე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, რუსეთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფო ვერ იქნება. მეგობრობა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდგომ შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.