შარლ მიშელი: უკრაინის წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განიხილავს. შესაბამისი განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

“ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინის მიმართ ურყევია. უკრაინის წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ”, – წერს შარლ მიშელი.

ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 28 თებერვალს მოაწერა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები