დმიტრო კულება: საერთაშორისო სასამართლომ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას და დაუყოვნებლივ დააწესოს პრევენციული ზომები

უკრაინის პირველი დიპლომატი, დმიტრო კულება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს დღევანდელ პროცესს გამოეხმაურა.

„ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, არამედ – მთელს მსოფლიოში საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს. გაერო-ს საერთაშორისო სასამართლომ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას და დაუყოვნებლივ დააწესოს პრევენციული ზომები: უბრძანოს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები“, – განაცხადა კულებამ.

დღეს უკრაინის დელეგაციამ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად შემდეგი მოთხოვნებით მიმართა:

რუსეთის ფედერაციამ სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული სამხედრო ოპერაციები.

რუსეთის ფედერაციამ სასწრაფოდ უნდა უზრუნველყოს, რომ მის კონტროლსა თუ გავლენის ქვეშ მყოფმა ნებისმიერმა სამხედრო და სხვა შეიარაღებულმა ქვედანაყოფმა შეწყვიტოს მონაწილეობა სამხედრო ოპერაციებში”, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები