ლევან დავითაშვილი: თუ ადამიანები რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ეროვნების მიუხედავად, უნდა მივცეთ ლეგალური და კანონის შესაბამისი საქმის კეთების საშუალება

“ადამიანებისთვის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის, ვინც დღეს ჩვენს ქვეყანაში მოდიან, საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვისაა საინტერესო”,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ყველა მაკონტროლებელი ორგანო ძალიან ფხიზლად უყურებს, რომ საქართველოში სანქცირებული პირები არ მოხვდნენ.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით ჩვენი მხრიდან არის ძალიან მკაფიო პოზიცია. ადამიანებისთვის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის, ვინც დღეს ჩვენს ქვეყანაში მოდიან, საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვისაა საინტერესო, მათ შორის ჩვენი სამეზობლოდან. მათ შეუძლიათ თავისუფალ რეალობაში შეძლონ საქმის კეთება, რისთვისაც საქართველო ყოველთვის გახსნილია, ეს იყო ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ათწლეულების მანძილზე, ასეთი გახსნილი, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმები გვაქვს ქვეყანას. თუ ადამიანები რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ჩვენ ეროვნების ან სხვა მახასიათებლის მიუხედავად, იქნება ეს რელიგია თუ სხვა, უნდა მივცეთ სწორი, ლეგალური და კანონის შესაბამისი საქმის კეთების საშუალება. ჩვენი ყველა მაკონტროლებელი ორგანო ძალიან ფხიზლად უყურებს, რომ საქართველოში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები, მათი ბიზნესები იყოს მიკვლევადი. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ ხდება სწორად საერთაშორისო გადაწყვეტილებების შესრულება, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტების კონტექსტში”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები