ლევან დავითაშვილი: დღეს ობიექტური ფაქტორები არ არის, რომ ლარი უფასურდებოდეს, ძირითადად – ემოციური ფაქტორებია

“ეკონომიკურ პროცესებთან მიმართებით სიმშვიდე, პრაგმატულობა, სწორი ნაბიჯების გადადგმა არის ერთადერთი, რომ ჩვენ ვალუტის კურსი შენარჩუნებული გვქონდეს. დღეს ობიექტური ფაქტორები არ არის, რომ ლარი უფასურდებოდეს, ძირითადად, ემოციური ფაქტორებია”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკური პროცესები ძალიან მგრძნობიარეა.

„ლართან დაკავშირებით ემოციური ფაქტორები არის შიგნით. აქ ხელისუფლების დიდი სურვილი, მოწოდება და თხოვნა, ზოგადად, მთლიანად საზოგადოებასთან არის ერთადერთი – მნიშვნელოვანია ნაკლები ემოციებით შევხედოთ, ეკონომიკური პროცესების ნაწილში ვამბობ. ეს არის ის ემოციური ფონი, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც ეკონომიკაში გადადის. გავმიჯნოთ, ერთია ცალსახად ჩვენი სოლიდარობა და საკითხი, რომელიც უკავშირდება ოკუპაციას, აგრესიას, სადაც ჩვენ მშვიდი ვერ ვიქნებით, მაქსიმალურად ემოციურები ვიქნებით და ვართ, ასეა თითოეული მოქალაქე, არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობას, სტატუსს და პოზიციას. რაც შეეხება ეკონომიკურ პროცესებს, ეს არის ძალიან მგრძნობიარე და ბევრი თქვენგანი ექსპერტული ცოდნით გამოირჩევა იმიტომ, რომ ხშირად ეკონომიკურ თემებზე მუშაობთ. ამიტომ, თქვენც კარგად გესმით, რომ ეკონომიკურ პროცესებთან მიმართებით სიმშვიდე, პრაგმატულობა, სწორი ნაბიჯების გადადგმა არის ერთადერთი, რომ ჩვენ ვალუტის კურსი შენარჩუნებული გვქონდეს. დღეს ობიექტური ფაქტორები არ არის, რომ ლარი უფასურდებოდეს, ძირითადად ემოციური ფაქტორებია“, – განაცხადა დავითაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები