უკრაინაში, ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან ცეცხლის დროებითი შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება და ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება.
ამის შესახებ უკრაინაში ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბის განცხადებაშია ნათქვამი.
აღინიშნება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ცეცხლს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინისადმი თხოვნის შედეგად შეწყვეტენ.
„ამავდროულად, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისას, რუსეთის შეიარაღებული ძალები განახორციელებენ ევაკუაციის უწყვეტ ობიექტურ მონიტორინგს, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. ამიტომ, გაფრთხილებთ, რომ უკრაინული მხარის ყველა მცდელობა, კიდევ ერთხელ მოატყუოს რუსეთი და მთელი ცივილიზებული სამყარო, რომ ჰუმანიტარული ოპერაცია თითქოს რუსეთის გამო ჩაიშალა, ამჯერად უსარგებლო და უაზროა“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც შტაბში აცხადებენ, ყველა ინფორმაცია გაერო-ს, ეუთო-ს, და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის სტრუქტურებს გადაეცა.