უკრაინამ რიგი პროდუქტის ექსპორტი შეაჩერა

უკრაინამ მთელი რიგი სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტების ექსპორტი შეაჩერა.

როგორც ქვეყნის მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, შეჩერებულია: ხორცის, შვრიის, წიწიბურის, შაქრის, ჭვავის, მარილის ექსპორტი.

კიდევ ხუთი პროდუქტის გატანა/აკრძალვაზე ნებართვას ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრო გასცემს. ესენია: ხორბალი, სიმინდი, ფრინველის ხორცი, კვერცხი, კარაქი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები