რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონი უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ძალისხმევით, 4 ტონამდე პირველადი მოხმარების ნივთებისა და საკვები პროდუქტების შეძენა განხორციელდა. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.