“ზელენსკის ლიკვიდაცია გასულ კვირაში სამჯერ სცადეს” – The Times
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა, სულ მცირე, სამჯერ სცადეს. ამის შესახებ გამოცემა The Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ზელენსკის მოსაკლავად ორი განსხვავებული ჯგუფი გაგზავნეს – დაქირავებულები კრემლის “ვაგნერის” ჯგუფის წევრები და ჩეჩნეთის სპეცრაზმის დაქირავებულები.
სამივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან, გამოცემის ცნობით, ზელენსკიზე თავდასხმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის იმ /თანამშრომლებმა აღკვეთეს, რომლებიც უკრაინასთან ომს ეწინააღმდეგებიან.
მანამდე, გამოცემა The Times წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და კრემლის ელიტამ კიევში “ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი გაგზავნეს, რომლებსაც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება დაევალათ.