ლევან იოსელიანი: ასეთი სასამართლოთი ჩვენ ვერანაირ კანდიდატობის სტატუსს ვერ მოვიპოვებთ, ფუნდამენტური რეფორმები გვჭირდება

“ასეთი სასამართლოთი ჩვენ ვერანაირ კანდიდატობის სტატუსს ვერ მოვიპოვებთ, ფუნდამენტური რეფორმები გვჭირდება. ამის გარეშე ეს განაცხადი დარჩება განაცხადად”, – ასე გამოეხმაურა “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი საქართველოს მიერ ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანების თაობაზე განაცხადის გაგზავნას.

მისივე თქმით, ახლა რეფორმებზე კონცენტრირება მნიშვნელოვანია.

“ძალიან კარგია, რომ კეთდება განაცხადი ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამას მოჰყვება უზარმაზარი პასუხისმგებლობა რეფორმების გატარების თვალსაზრისით, ამის გარეშე ეს განაცხადი დარჩება განაცხადად და პასუხისმგებლობა ბევრად უფრო გაზრდილია ხელისუფლების მისამართით, ახლა ყველას გვმართებს რეფორმებზე კონცენტრირება. ალბათ, ყველას გვესმის კარგად, რომ ასეთი სასამართლოთი ჩვენ ვერანაირ კანდიდატობის სტატუსს ვერ მოვიპოვებთ, გვჭირდება ფუნდამენტური რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით”, – განაცხადა იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები