გაოცებულები ვართ საქართველოს ცალკეული წარმომადგენლების კომენტარებით, რომლებიც, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, აკავშირებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას უკრაინის მოვლენებს, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას აქვს პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსთან.
„ქართველი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი. ახლა უკრაინაში ყველა უკრაინელია და ყველა ომშია. ეს არის ომი ევროპისთვის, მათ შორის, ომი საქართველოსთვის. არ აქვს მნიშვნელობა და არავინ არ ეკითხება, რომელი პარტიული ბილეთები აქვს ამა თუ იმ ქართველს, ვინც მზად არის, დაეხმაროს უკრაინას. და ბოლოს, დავასრულებ პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვებით – „დღეს უკრაინელები არიან დაუმარცხებლობის სიმბოლო, იმის სიმბოლო, რომ ნებისმიერი ადამიანი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება, გახდეს საუკეთესო ადამიანი ნებისმიერ მომენტში“. დიდება უკრაინას“, – აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.