“როსკოსმოსი” აშშ-სთვის სარაკეტო ძრავების მიწოდებას აჩერებს

“როსკოსმოსის” ხელმძღვანელმა, დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ კომპანია შეერთებულ შტატებში RD-180-ის ტიპის სარაკეტო ძრავების მიწოდებას აჩერებს და უარს ამბობს იმ 24 ძრავის ტექნიკურ მომსახურებაზე, რომლებიც უკვე მიწოდებულია.

„დაე, თავიანთი ცოცხებით იფრინონ ​​კოსმოსში“, – განაცხადა როგოზინმა.

მისი თქმით, 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან შეერთებულ შტატებში 122 ასეთი ძრავა გაგზავნეს, აქედან 98 იქნა გამოყენებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები