გია ვოლსკი: პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის მოსმენა შესაძლოა, გადაიდოს
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, 5 მარტს, პლენარული სხდომის ფორმატში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოსმენა შესაძლოა გადაიდოს.
“შეიძლება, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი გადაწეული იყოს. განსახილველია საკითხი. პირადად ამ განხილვებში ჩართვა ვერ მოვასწარი, მაგრამ უახლოეს პერიოდში გვეცოდინება ამასთან დაკავშირებით. არ ვიცი, იქნება თუ არა გამოსვლა, გადავწყვეტთ. თუ სხვა გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა არსებობს, ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ. ყველაფერი შეიძლება, არ ვიცი, ვნახოთ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.