დმიტრო კულება: საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც ახლა ევროკავშირს შეუძლია, მიიღოს, არის უკრაინის დაუყოვნებლივ გაწევრიანება

საუკეთესო გადაწყვეტილება, რისი მიღებაც ახლა ევროკავშირს შეუძლია, არის უკრაინის დაუყოვნებლივ გაწევრიანება, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აქვეყნებს.

მისი თქმით, აუცილებელია ისტორიულ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებსაც შეუძლიათ, ძირეულად შეცვალონ მოვლენების დინამიკა.

“საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც ახლა ევროკავშირს შეუძლია, მიიღოს, არის უკრაინის დაუყოვნებლივ გაწევრიანება. გახადონ უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

ისტორიული დრო მოითხოვს დიდ და ისტორიულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შეუძლიათ, ძირეულად შეცვალონ მოვლენების დინამიკა. ზუსტად ეს არის გამოსავალი”, – წერს კულება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები