სუმის ოლქში რუსები თეთრი დროშებით გადაადგილდებიან და მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან
სუმის ოლქში რუსეთის სამხედრო ძალები თეთრი დროშებით სოფლებში გადიან და მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სუმის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, დიმიტრი ჟივიცკი წერს.
“სუმის რაიონის სოფელი ნიზი. მტრის მანქანები სოფელსა და მის შემოგარენში თეთრი დროშებით გადაადგილდებიან და მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან. დარჩით სახლში, ფანჯრებს მოშორებით. არ გახვიდეთ გარეთ”, – წერს ჟივიცკი.