Google-მა, უკრაინაში ომის გამო, RT-სა და Sputnik-ის YouTube არხები დაბლოკა
“უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ჩვენ ვბლოკავთ YouTube არხებს, რომლებიც დაკავშირებულია RT-სა და Sputnik-თან მთელ ევროპაში”, – ამის შესახებ GOOGLE-ის ევროპული ოფისის “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათი ცნობით, სანქციები დაუყოვნებლივ ამოქმედდება.
“უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ჩვენ ვბლოკავთ YouTube არხებს, რომლებიც დაკავშირებულია RT-თან და Sputnik-თან მთელ ევროპაში, რაც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. დრო დასჭირდება ჩვენი სისტემების სრულად გაძლიერებას. ჩვენი გუნდები აგრძელებენ სიტუაციის მონიტორინგს მთელი საათის განმავლობაში, რათა მიიღონ სწრაფი ზომები”, – ნათქვამია განცხადებაში.