სალომე ზურაბიშვილი ესპანეთის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ამის შესახებ პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ევროპული ერთობა აუცილებელია და ეს მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაზეც უნდა გავრცელდეს.
“პირდაპირი და გულთბილი საუბარი მქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან. რუსული აგრესია ჩვენთვის ყველასთვის მღელვარების საგანია.
უკრაინის მხარდასაჭერად ევროპული ერთობა აუცილებელია. ეს მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაზეც უნდა გავრცელდეს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.