გია ვოლსკი: უკრაინის მხარდასაჭერად ყველანაირი სოლიდარობა გამოვაცხადეთ, რაც შეგვიძლია
პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად ყველანაირი სოლიდარობა გამოაცხადა.
“ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად ყველანაირი სოლიდარობა გამოვაცხადეთ, რაც შეგვიძლია და საკმაოდ ბევრი შეგვიძლია, რაც არის ყველა საერთაშორისო ფორუმში ოფიციალური, პოლიტიკური მხარდაჭერა”,- აღნიშნა ვოლსკიმ.