უკრაინული მხარე უარყოფს, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარა

უკრაინის ოფიციალური პირები უარყოფენ, რომ რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა მსოფლიოში უდიდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს.

მეორე მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მტკიცებით, რუსი სამხედროები აკონტროლებენ ტერიტორიას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო.

უკრაინის სახელმწიფო ბირთვულ კომპანიაში ამ ინფორმაციას “აბსოლუტურ სიცრუესა და სიყალბეს” უწოდებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები