რუსეთისთვის საჰაერო სივრცე 32-მა ქვეყანამ ჩაკეტა

რუსული ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცე ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანამ დახურა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

“რუსეთი ციდან ჩამოაგდეს. ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის თითქმის ყველა ცა უკვე ჩაკეტილია რუსული ავიახაზებისთვის. რუსებისთვის საჰაერო სივრცე სულ 32-მა ქვეყანამ დახურა”, – განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის, ევროპული სანქციების გამო, რუსულმა ავიაკომპანია “აეროფლოტმა” 28 თებერვლიდან ევროპის მიმართულებით ყველა ფრენა შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები