რუსეთის თავდაცვის მტკიცებით, საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში 1114 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს

“სპეცოპერაციის დაწყებიდან” დღემდე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში 1114 სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა განუცხადა.

“სულ, ოპერაციის დაწყებიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში 1114 სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურეს. აქედან 31 სამეთაურო პუნქტი და უკრაინის შეიარაღებული ძალების საკომუნიკაციო ცენტრია”, – განაცხადა გენერალ-მაიორმა.

ასევე, მისი თქმით, „განადგურდა 314 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 57 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა; 121 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი; 274 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა“.

მოწინააღმდეგის დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროც ავრცელებს.

24 თებერვლიდან დღემდე, მტერმა დაკარგა 29 თვითმფრინავი; 29 ვერტმფრენი; 191 ტანკი; 816 ჯავშანტექნიკა; 74 იარაღი; 1 “ბუკ”-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა; 21 “გრადი”; 291 საავტომობილო ტექნიკა; 60 ცისტერნა; 3 დრონი; თითო გემი და ნავი; 5 საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ასევე, პირადი შემადგენლობა, დაახლოებით, 5300 ჯარისკაცი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები