უკრაინამ ოფიციალურად აღიარა, რომ ქალაქ ბერდიანსკზე კონტროლი დაკარგა
უკრაინის ხელისუფლებამ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ბერდიანსკზე კონტროლი დაკარგა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები არ იმყოფებიან.
რამდენიმე საათით ადრე, მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრ სვიდლომ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ ქალაქში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე კონტროლი დაკარგა.