უკრაინაში, ჩერნიგოვის ცენტრში საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა მოხვდა

ჩერნიგოვში რუსეთის ძალების მიერ გასროლილი რაკეტა ქალაქის ცენტრში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

უკრაინული მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად, ხანძარი გაჩნდა და დაიწვა საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე სართული.

რეგიონში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სპიკერის, ალექსანდრე ივჩენკოს განცხადებით, ხანძრის შედეგად ერთი ქალი დაშავდა. მისი თქმით, მას მსუბუქი დაზიანებები აქვს მიყენებული. ხანძარი ლიკვიდირებულია.

არსებული ინფორმაციით, რუსების მიერ ჩერნიგოვის დაბომბვა 28 თებერვალს, ღამის ორ საათზე დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები