რუსეთის დელეგაცია უკრაინის მხარესთან მოლაპარაკებებისთვის ბელარუსში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, რუსეთის დელეგაცია, რომელიც შედგება საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და სხვა უწყებების, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან, ჩავიდა ბელარუსი უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის. ჩვენ მზად ვიქნებით ამ მოლაპარაკებების დასაწყებად გომელში“, – განაცხადა რუსეთს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.