უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ქვეყანაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს “ტვიტერის” გვერდზე ეხმაურება.
“წინააღმდეგობის 72 საათი! მსოფლიომ არ დაიჯერა, მსოფლიო დაეჭვდა, მაგრამ ჩვენ არათუ ძალა შევინარჩუნეთ, არამედ თავდაჯერებულად ვაგრძელებთ რუსი ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლას! ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს – ნუ შეგეშინდებათ რუსეთის, იყავით ძლიერნი და მოიგერიეთ ის. უკრაინის მხარდაჭერა უფრო ძლიერი უნდა იყოს. თქვენი უსაფრთხოება ჩვენზეა დამოკიდებული”, – წერს ზერნიკოვი.