უკრაინის დედაქალაქში, რუსი ოკუპანტების სადივერსიო ჯგუფმა სამშვილიან ოჯახს ცეცხლი გაუხსნა. მშობლები და ერთი ბავშვი დაიღუპნენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კიევის საბჭოს მდივანი, ვოლოდიმირ ბონდორენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მას პოლინა ერქვა. ის მეოთხე კლასში, კიევის 24-ე სკოლაში სწავლობდა. 26-ში დილით, ის და მისი მშობლები ტელიგის ქუჩაზე რუსმა დივერსანტებმა ჩაცხრილეს“,- წერს ბონდარენკო.
პოლინა და მისი მშობლები დაიღუპნენ. კიდევ ერთი გოგონა რეანიმაციაშია, ხოლო ბიჭი სპეციალიზირებულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.