ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი “Twitter”-ის გვერდზე წერს, რომ, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის პასუხად, რუსეთს გლობალური საფინანსო სისტემიდან გათიშავენ.
მისივე თქმით, გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აგრესიისთვის ფასი გადაიხადოს.
„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება, რუსეთის გლობალური საფინანსო სისტემიდან გათიშვის შესახებ. მათ შორის, მნიშვნელოვანია პირველი ნაბიჯი, რომლითაც, რუსული ბანკები SWIFT-იდან გაითიშებიან. გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას, რათა პუტინმა ამ აგრესიისთვის ფასი გადაიხადოს“, – აღნიშნულია ბრიტანეთის პრემიერის განცხადებაში.