ერდოღანი: ევროკავშირმა და დასავლეთმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სერიოზული და მტკიცე პოზიცია ვერ აჩვენეს
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ნატომ უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას.
მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები მხოლოდ რჩევებს აძლევენ უკრაინას და მათ უფრო მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავონ.
„ნატოს ვურჩევ, უფრო გაბედული ნაბიჯები გადადგას. ევროკავშირი, დასავლეთის ქვეყნები სამწუხაროდ მხოლოდ რჩევებს აძლევენ უკრაინას, მათ უფრო მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავონ“, – განაცხადა ერდოღანმა.