გიორგი ცინცაძე: ხელისუფალს რა უფლება აქვს, წააქეზოს და კიდევ უფრო მეტად გააღიზიანოს მტრულად განწყობილი ქვეყანა

ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიის მფლობელი გიორგი ცინცაძე, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რუსეთისთვის სანქციების არ დაწესებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს.

ამის შესახებ გიორგი ცინცაძემ “კვირასთან” საუბარში აღნიშნა და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს წინაშე არსებული რისკები შეაფასა.

“ჩემთვის პრემიერის განცხადება რუსეთისთვის სანქციების არ დაწესებასთან დაკავშირებით იყო ძალიან დამამშვიდებელი. ემოციურ ფონზე ადამიანმა შესაძლოა, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს. აქ არის ორი საკითხი – ერთია პასუხისმგებლობა და მეორე – ემოციური ფონი. არ შეიძლება, ერთმა მეორე გადაფაროს. ძალიან ძნელია, როდესაც სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა გაქვს, გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მიიღო. არის ძალიან ბევრი ეკონომიკური ფაქტორი. არ ვიცი, საერთაშორისო თანამეგობრობა რას და როგორ მოგვიწოდებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ჩვენი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ”, – განმარტავს ცინცაძე.

როგორც ის აღნიშნავს, არავინ უნდა იფიქროს, რომ ვინმეს საქართველო აღარ მოეწონება.

“არავინ უნდა იფიქროს, რომ ვინმეს საქართველო აღარ მოეწონება. რუსეთთან ისედაც დაძაბული სიტუაცია გვაქვს, მაგრამ ხომ მეტია მოსალოდნელი? ჩვენ ვიცით, რა შეიძლება, მან გააკეთოს. ვინმე რუსეთს რამეს დაუშლის და გვერდით დაგვიდგება? უკრაინის შემთხვევაში, ეს ასე არ აღმოჩნდა. გონივრული და პრაგმატული განცხადებები უნდა ვაკეთოთ და ცეცხლზე ნავთი არ უნდა დავასხათ.
ხელისუფალს რა უფლება აქვს, რომ წააქეზოს და კიდევ უფრო მეტად გააღიზიანოს მტრულად განწყობილი, სამხედრო წყობილების ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ახლავე შემოატრიალოს ლულა შენკენ?”, – ამბობს გიორგი ცინცაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები