საქართველოში უკრაინის ელჩი: სადღაც ტარდება სხდომები, კეთდება განცხადებები, კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში კი მიმდინარეობს ბრძოლები
სადღაც ტარდება სხდომები, კეთდება განცხადებები, კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში კი მიმდინარეობს ბრძოლები, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა განაცხადა.
„სიტუაცია ძალიან რთულია. ის მოითხოვს დახმარებას არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებისადმი, არამედ დახმარებას მთელი ქვეყნისადმი. სადღაც მიმდინარეობს სხდომები, კეთდება განცხადებები, კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში კი მიმდინარეობს ბრძოლები. დღეს რუსულმა ჯარმა იერიში მიიტანა კიევში, საცხოვრებელ სახლზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს. იქ არ არის არანაირი სამხედრო ობიექტები ან სამთავრობო დაწესებულებები, მხოლოდ საავადმყოფო, სკოლები და ბაღები. ბრძოლები მიმდინარეობს კიევის მახლობლად. აგრესორი ცდილობს კიევში შესვლას, დესანტის გადმოსხმას. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დღეს მიმართა მოსახლეობას და შეატყობინა, რომ 35 დაჭრილი მშვიდობიანი მოსახლე გვყავს, მათ შორის 2 ბავშვი”, – განაცხადა დოლგოევმა.