უკრაინა რუსეთთან კონსულტაციებს აწარმოებს მოლაპარაკებების ადგილისა და დროის შესახებ – ნიკიფოროვი
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვი “ფეისბუქზე” წერს, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის პრეზიდენტის წინადადებას მოლაპარაკებებზე და ახლა მათ ადგილისა და დროის შესახებ კონსულტაციები აქვთ.
„უკრაინა იყო და რჩება მზად სასაუბროდ ცეცხლის შეწყვეტაზე და მშვიდობაზე. ეს არის ჩვენი მუდმივი პოზიცია. ჩვენ დავთანხმდით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წინადადებას. უშუალოდ ამ საათებში მხარეები კონსულტაციებს უწევენ მოლაპარაკების პროცესის ადგილსა და დროს. რაც უფრო ადრე დაიწყება მოლაპარაკებები, მით მეტია ნორმალური ცხოვრების აღდგენის შანსი“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
ნიკიფოროვმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინამ უარი თქვა მოლაპარაკებაზე.