“ფორმულა 1”: უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, შეუძლებელია 2022 წლის სეზონზე რუსეთის გრანპრის ჩატარება
ჩემპიონატი, რომელიც 2022 წლის 23-25 სექტემბერს სოჭის ავტოდრომზე იყო დაგეგმილი, ოფიციალურად გაუქმდა. ამის შესახებ “ფორმულა 1”-ის ხელმძღვანელობამ დღეს განაცხადა.
„საერთაშორისო ჩემპიონატი, როგორც წესი, მთელი მსოფლიოდან სტუმრობს ქვეყნებს და ხალხისა და ერების გაერთიანებას ცდილობს.
ძალიან ვწუხვართ და შოკირებულები ვადევნებთ თვალს უკრაინაში არსებულ სიტუაციას, თვალს ვადევნებთ მოვლენათა განვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ ამჟამინდელი სიტუაცია სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდება.
“ფორმულა 1”-მა, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ და გუნდებმა საკითხზე ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრების გათვალისწინებით, ერთობლივად ვიმსჯელეთ და მივედით საერთო აზრამდე, რომ დღევანდელ პირობებში რუსეთის გრანპრის ჩატარება შეუძლებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.