საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთში ყველა სპორტული ღონისძიება გააუქმა
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მოუწოდებს ყველა საერთაშორისო ფედერაციას, გადაიტანონ ან გააუქმონ რუსეთსა და ბელორუსში დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები.
ამის შესახებ ორგანიზაციის საიტზეა ნათქვამი.
“აუცილებელია, გავითვალისწინოთ რუსეთისა და ბელორუსის მთავრობების მიერ ოლიმპიური ზავის დარღვევა და აბსოლუტური პრიორიტეტი მივანიჭოთ სპორტსმენების უსაფრთხოებას. თავად IOC არ გეგმავს რაიმე ღონისძიებების გამართვას ამ ქვეყნებში”, – ნათქვამია განცხადებაში.