მიხეილ სარჯველაძე: მსოფლიომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რადგან ის, რაც ხდება უკრაინაში, აბსოლუტურად ანომალიური მოვლენაა

არანაირი გამართლება და ახსნა არ შეიძლება მოეძებნოს იმას, როდესაც სუვერენულ სახელმწიფოს ყოველგვარი მიზეზის გარეშე, თავს ესხმის მეზობელი სახელმწიფო – ეს უბრალოდ გამორიცხული უნდა იყოს თანამედროვე კაცობრიობის ისტორიაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს და აღნიშნავს, რომ მსოფლიომ ამის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

„მსოფლიომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რადგან ის, რაც ხდება, აბსოლუტურად ანომალიური მოვლენაა. არანაირი გამართლება და ახსნა არ შეიძლება, მოეძებნოს იმას, როდესაც სუვერენულ სახელმწიფოს ყოველგვარი მიზეზის გარეშე, თავს ესხმის მეზობელი სახელმწიფო – ეს უბრალოდ გამორიცხული უნდა იყოს თანამედროვე კაცობრიობის ისტორიაში. ამის პრევენცია, სამწუხაროდ, კაცობრიობამ ვერ შეძლო, მაგრამ ამაზე რეაგირება ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები