დავით ზალკალიანი: კატეგორიულად მიუღებელია ის აგრესია, რომელიც რუსეთის ფედერაციამ განახორციელა დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ

კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენ უკრაინელ მეგობრებს საქართველოს სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ კატეგორიულად მიუღებელია ის აგრესია, რომელიც რუსეთის ფედერაციამ განახორციელა დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში უკრაინის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კავშირზეა მის უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან.

„ბუნებრივია, ახლა ჩვენი და ჩვენი უკრაინელი კოლეგების, ისევე – როგორც მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის მთავარი საზრუნავი არის მიმართული იმაზე, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს მიმდინარე აგრესიის პროცესი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები