რუსეთში ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე 705 ადამიანი დააკავეს – CNN

რუსეთის ფედერაციის 40 ქალაქში აქციები გაიმართა. დემონსტრანტები უკრაინაში ომის დაწყებას აპროტესტებდნენ. ინფორმაციას CNN OVD-Info protest monitor-ის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამართულ აქციებზე სულ მცირე 705 ადამიანი დააკავეს.

მანამდე რუსულმა ტელეარხმა ,,დოჟდმა“ გაავრცელა ცნობები იმის შესახებ, რომ საპროტესტო აქციები 24 ქალაქში გაიმართა და პროტესტის გამოხატვისთვის 18:00 საათის მონაცემებით, 167 აქტივისტი დააკავეს,

მხოლოდ ეკატერინბურგში 60 აქტივისტი დააკავეს. პიკეტი იყო მოსკოვში პუშკინის მოედანზე და სანქტ-პეტერბურგში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები