„ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, ველოდებით „სუხიშვილების” მშვიდობიანად დაბრუნებას საქართველოში, გვინდა დასის თითოეული წევრი გავამხნევოთ“

სოციალურ ქსელში „სუხიშვილების“ ცეკვის ვიდეო ვრცელდება, ისინი უკრაინული დროშით გამოდიან სცენაზე. აღმოჩნდა, რომ ანსამბლი ამჟამად უკრაინაში იმყოფება. ამის თაობაზე ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციას უცვლელად ვაქვეყნებთ.
„ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების” 68-წევრიანი შემადგენლობა ამ დრომდე იმყოფება უკრაინის ტერიტორიაზე, პოლონეთის საზღვართან დაახლოებით 15 კილომეტრში.
დასმა ახლახან წარმატებით დაასრულა საგასტროლო ტურნე პოლონეთში.
უკრაინაში „სუხიშვილები” გუშინ ჩაფრინდნენ, სადაც დაგეგმილი ჰქონდათ 35 ქალაქში 43 კონცერტის ჩატარება. ტურნე ქალაქ ლუცკიდან უნდა დაეწყოთ, უკრაინის დედაქალაქ კიევში კონცერტი კი 5 – 6 – 7 და 8 მარტს იყო ჩანიშნული.
რუსეთის საომარი ქმედებების გამო ანსამბლს უკრაინის დატოვება მოუწია.
საქართველოსა და პოლონეთის საელჩოები უკრაინაში, საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – ყველა ჩართულია, მოხდეს ანსამბლის ქვეყანაში უსაფრთხოდ და დროულად დაბრუნება.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად ველოდებით „სუხიშვილების” მშვიდობიანად დაბრუნებას საქართველოში, გვინდა დასის თითოეული წევრი გავამხნევოთ“, – აღნიშნულია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები