უკრაინის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქემ პროტესტის ნიშნად რუსეთის პასპორტი დაწვა.
მან ამ ქმედებით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა გააპროტესტა.
უკრაინის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე ამ წუთებში საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის მოქალაქეები არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეების თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი უნდა შეჩერდეს.