„დიქტატურის გემო“ – რუსუდან გორგილაძის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება
24 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რუსუდან გორგილაძის ახალი წიგნის, „დიქტატურის გემოს“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნი მოგვითხრობს სამი დიქტატორის – სტალინის, მუსოლინისა და ჰიტლერის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ. სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღებას იქცევს ასევე კვებისა და საკვების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია საბჭოთა კავშირში, ფაშისტურ იტალიასა და ნაცისტურ გერმანიაში. წიგნში პოპულარული ენითაა განხილული თითოეული რეჟიმის თავისებურებები, მათ შორის – საკვების იდეოლოგიზაციის გამორჩეული „მარგალიტები“ და მათი როლი სააგიტაციო სტრატეგიაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით.
წიგნში გამოყენებულია ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
მის: გუდიაშვილის ქ. №7.