უკრაინაში ომის ყველა ვეტერანსა და მოხალისეს იარაღს დაურიგებენ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ყველა იმ თანამემამულეს მიმართავს, ვინც მზად არის და შეუძლია იარაღის ხელში დაჭერა, შეუერთდეს უკრაინის ჯარს.

მინისტრმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ძვირფასო თანამემამულენო! მტერი უტევს, მაგრამ ჩვენი ჯარი უძლეველია. უკრაინა ტოტალური თავდაცვის რეჟიმში შედის. ყველას, ვინც მზად არის და შეუძლია იარაღის ხელში დაჭერა, ახლავე შეუძლია, შეუერთდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგებს, თქვენს რეგიონში. იარაღის მოსაპოვებლად, თქვენ უშუალოდ უნდა დაუკავშირდეთ ჯარის ძალების ბრიგადებსა და ბატალიონებს თქვენს მხარეში. თქვენ მხოლოდ პასპორტი გჭირდებათ.შევინარჩუნოთ სისტემა! სიკვდილი რუს ოკუპანტებს! დიდება უკრაინას!“, – წერს რეზნიკოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები