დონბასში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

დონბასში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, მოლდოვის მთავრობა ქვეყნის პარლამენტს სთხოვს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს.

ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

“საერთაშორისო თანამეგობრობა ერთხმად გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ, ამიტომ, მოვიწვიე უშიშროების უმაღლესი საბჭოს სხდომა. გადაწყდა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ”, – განაცხადა სანდუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები