ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ჩვენ პასუხს ვაგებინებთ კრემლს

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, რუსეთის შეჭრა უკრაინაში ისტორიის ბნელი მომენტია და განსაკუთრებულ საერთაშორისო რეაგირებას საჭიროებს. მეცოლა შესაბამის განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ისტორიის ეს ბნელი მომენტი განსაკუთრებულ საერთაშორისო რეაგირებას საჭიროებს. რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე გაუმართლებელი, უკანონოა და წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ – მთელი მსოფლიოს დემოკრატიული წესრიგისთვის. სუვერენულ ქვეყანაზე ეს თავდასხმა არ ყოფილა პროვოცირებული, ეს არის თავდასხმა, რომელსაც ევროპა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები წინ უნდა აღუდგნენ და აღუდგებიან ერთად და სიმტკიცით. ჩემი ყველა ფიქრით უკრაინელ ხალხთან ვარ. ჩვენ პასუხს ვაგებინებთ კრემლს“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი “ფეისბუქზე”.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო. ზელენსკიმ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. უკრაინაზე თავდასხმები როგორც რუსეთის ასევე ბელარუსის ტერიტორიიდან მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები